Thursday, June 14, 2012




გამოყენებული საიტები და ლიტერატურა

გამოყენებული საიტები

google.com
ka vikipedia
youtube

გამოყენებული ლიტერატურა

წიგნი  _დიდი მხატვრები


Wednesday, May 30, 2012

KvirisPalitra.Ge   სიცოცხლის ბოლოს ტიტანი უფრო დიდ დროს არქიტექტურას და პოეზიას უთმობს. მისი არქიტექტურული შედევრებია ლაურენციანოს ბიბლიოთეკა, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ფასადი. 

   უდრეკი ხასიათის გენიოსი მრავალი წელი მუშაობდა რომის პაპების შეკვეთებზე და მათთან კინკლაობაც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ პაპებმა იცოდნენ, რომ ამ ტიტანს ღმერთთან სასაუბროდ, ალბათ, არ სჭირდებოდა შუამავლად ქრისტეს თანამოსაყდრენი.

  მიქელანჯელო გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს რომში, 89 წლისა. სიკვდილის წინ უკარნახა ანდერძი: "სულს ვაბარებ ღმერთს, სხეულს - მიწას, ქონებას ვუტოვებ ნათესავებს".
KvirisPalitra.Ge   მედიჩების ფლორენციიდან განდევნის შემდეგ მიქელანჯელო ჯერ ვენეციაში, შემდეგ რომში ხვდება, სადაც განაგრძობს მუშაობასა და ანტიკურობის შესწავლას. ამ პერიოდში (1497-98) ქმნის პირველ გენიალურ ქმნილებას "პიეტას" ("ქრისტეს დატირება").

   უკვე რესპუბლიკად ქცეულ ფლორენციაში მიქელანჯელო სახელოვან ოსტატად ბრუნდება და "დავითის" შექმნას იწყებს. ამოცანა რთული იყო - მარმარილოს ლოდი, რომელიც მისცეს, წინა საუკუნეში მოქანდაკის მიერ უკვე იყო დამუშავებულ-დაზიანებული. თუმცა პრობლემას გენიოსი შესანიშნავად წყვეტს... ფლორენციელები დავითის ქანდაკებას შექმნის დღიდანვე მიიჩნევდნენ რესპუბლიკის სიმბოლოდ. ქანდაკების დადგმა 1504 წელს სრულიად ფლორენციის ზეიმად იქცა. 

    ფლორენციაში მიქელანჯელო სხვა სამუშაოსაც ასრულებს: ის და დიდი ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იღებენ შეკვეთას - პალაცო ვეკიოში ფრესკაზე უნდა ასახონ ფლორენციელთა გმირული ბრძოლა, ხოლო როცა მუყაოზე შესრულებული ესკიზები მიქელანჯელომ - "კაშინის ბრძოლა" და ლეონარდომ - "ანგიარის ბრძოლა" ერთდროულად წარადგინეს, ორივე იმდენად გენიალური იყო, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა! 

   1505 წლიდან რომის პაპი იულიუს II მას ჯერ გრანდიოზული აკლდამის შექმნას ავალებს, შემდეგ კი სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვას. მიქელანჯელომ მარტომ მოხატა 600 კვმ ფართობი. მის ფერწერაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შიშველი სხეული, რომელსაც მრავალნაირი პოზითა და სწორუპოვარი პლასტიკით თავისი იდეებისა და გრძნობების გამოსახატავად იყენებს. "განკითხვის დღეში" გამოსახული მისი სიბილები და წინასწარმეტყველები მსოფლიო ხელოვნების კლასიკად იქცა, თუმცა მის ამ ნახატში მოქანდაკეც გამოსჭვივის.

   14 წელიწადში (1520-34 წწ.) მიქელანჯელო ასრულებს მედიჩების საგვარეულო საძვალესა და კაპელას.
  1534 წლიდან მიქელანჯელო  რომში სახლდება. ბევრს მუშაობს, რაღაცებს კი დაუმთავრებელსაც ტოვებს - მაგალითად, "მონების" 4 ქანდაკებას.
   1536-1541 წლებში დაასრულა ყველაზე მთავარი ფერწერული ნამუშევარი "განკითხვის დღე", სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, რომელზეც მთელი კაცობრიობის დრამაა ასახული.


მიქელანჯელო ბუონაროტი
   აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი და გენია - უპირველესი მოქანდაკე კაცობრიობის ისტორიაში, გენიალური ფერმწერი და არქიტექტორი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი, ცნობილი როგორც მიქელანჯელო, დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ფლორენციის მახლობლად, პატარა ქალაქ კაპრეზეში. 

   დედა 6 წლისას გარდაეცვალა, მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. მამას სურდა შვილიც ჩინოვნიკი გამოსულიყო და ლათინურ სკოლაში უპირებდა მიბარებას, მაგრამ პატარა მიქელანჯელომ ეკლესიებში სიარული და ნახატების ასლების ხატვა არჩია. 13 წლისა საუკეთესო ფერმწერ დომენიკო გირლანდაიოს მიებარა. ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დახატვას ისე დაეუფლა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. 

   მალე ასეთი დღეც დადგა: გირლანდაიო სანტა მარია ნოველას კაპელაში მუშაობდა, ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, ხატვა კი მოწაფეებმა განაგრძეს. როცა უკან დაბრუნებულმა მიქელანჯელოს ნამუშევარი იხილა, აღმოხდა: "მან ჩემზე მეტი იცის!" ამის შემდეგ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო ფლორენციის იმდროინდელი მმართველის,  ლორენცო მედიჩის ვილაში. 


  აქ ეზიარა ის პირველად ქანდაკების საიდუმლოს თვით დიდი დონატელოს მოწაფესთან - ბერტოლდო დო ჯოვანისთან. ცნობილი მეცნიერების მარსილიო ფიჩინოსა და პიკო დელა მირანდოლოს წყალობით აქ ეზიარა პლატონის აკადემიის იდეებს და გაიტაცა ნეოპლატონიკოსთა "ხელოვნების მთავარმა იდეამ" - სრულყოფილი ფორმის ძიებამ. მის განკარგულებაში იყო ხელოვნების მოყვარული ლორენცო მედიჩის ბრწყინვალე კოლექცია.
KvirisPalitra.Ge    ფლორენციულ პერიოდში მხატვარი ქმნის "მადონების" მთელ გალერეას - "მადონა ღრუბლებში", "მადონა მწვანეზე", "მადონა ჩიტბატონათი"...
1508 წელს რომის პაპის, იულიუს მეორის მიწვევით რაფაელი რომში მიემგზავრება ვატიკანის ძველი სასახლის სააღლუმო დარბაზების მოსახატად.  მისი პირველი ნამუშევრების ხილვისთანავე პაპი სასახლის სრულად მოხატვას ავალებს... რაფაელის წინაშე ურთულესი ამოცანა დადგა - ფერწერისა და არქიტექტურის შეთავსება. 

   მას ორგანულად უნდა შეეერთებინა კედლები ნახევართაღებთან, კარებსა და ფანჯრებთან, რაც  ფრესკების სიბრტყეს არღვევდა. რაფაელი არქიტექტურასაც ბრწყინვალედ ითვისებს და ქმნის  ნამდვილ შედევრებს. 1513 წელს ახალი პაპის - ლეო  X-ისგან ახალი შეკვეთების მიღების შემდეგ მისი გენია "ფრთებს შლის" - ავალებენ კათოლიკური ეკლესიისა და პაპების განდიდებას, ის კი ადიდებს ადამიანის მშვენიერებას, ნიჭსა და მიწიერ თავისუფლებას. 

   1514 წელს პაპი რაფაელს წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის მთავარ არქიტექტორად ნიშნავს. ამასთან, ასრულებს ძველი რომის სიძველეთა და ძეგლთა  აღწერისა და დაცვის კომისრის მოვალეობასაც. რაფაელი - პორტრეტის უზადო ოსტატი  და ადამიანთა ხასიათის ჯადოქარი - პაპებისა თუ კარდინალების გარდა დაახლოებით 1515 წელს საყოველთაოდ აღიარებულ მხატვარს სურათის შესაკვეთად  ბერები ეწვივნენ - პიაჩენცის წმინდა სიქსტეს მონასტრის ბერებმა ისურვეს, სურათზე ყოფილიყო გამოსახული ღვთისმშობლის სახე, რომელსაც აქეთ-იქით ამოუდგებოდნენ მესამე საუკუნეში მოღვაწე პაპი სიქსტე II მეორე და წმინდა ბარბარე... ალბათ, ღვთით შთაგონებულმა რაფაელმა საკუთარი ხელით გადააკრა უზარმაზარი ტილო ჩარჩოს და მრავალრიცხოვანი მოწაფეების დახმარების გარეშე, მხოლოდ თავად შექმნა თავისი შემოქმედების აპოთეოზი, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი უპირველესი ქმნილება "სიქსტეს მადონა", რომლის სანახავად მომავალში თვით გოეთე საგანგებოდ ჩავა იტალიაში... 

  სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი რაფაელი გატაცებული იყო არქიტექტურით, განსაკუთრებით - რომის ანტიკური ნაგებობებით, ამიტომ  მხოლოდ ხელმძღვანელობდა მოწაფეების მიერ მრავალრიცხოვანი შეკვეთების შესრულებას, რაც, ცხადია, ფერწერის დონეზეც აისახებოდა. თუმცა, მოგვიანებით თავად შექმნა შედევრი - პორტრეტი "დონა ველატა". არავინ იცის ამ ქალის სახელი, ლეგენდის მიხედვით, ეს მისი სატრფო - მშვენიერი ფორნარინაა. რაფაელის ბიოგრაფის, ვაზარის მტკიცებით, სწორედ მის გამო თქვა მხატვარმა უარი არისტოკრატ ქალბატონთან სარფიან ქორწინებაზე; იგი ეტრფოდა ამ მდაბიო წრის მზეთუნახავს, მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე იძულებული იყო, დაემალა ეს გრძნობა. ექსპერტების მტკიცებით, სწორედ მისი სატრფოს სახის ნაკვთებია უკვდავყოფილი კიდევ სამ ტილოზე - "წმინდა ჩეჩილია"”(მარიამ მაგდალინელი), "მადონა სავარძელში" და თვით "სიქსტეს მადონა".  შედევრებში არაერთ ისტორიულ პიროვნებასაც უკვდავყოფს.