Thursday, June 14, 2012




გამოყენებული საიტები და ლიტერატურა

გამოყენებული საიტები

google.com
ka vikipedia
youtube

გამოყენებული ლიტერატურა

წიგნი  _დიდი მხატვრები


Wednesday, May 30, 2012

KvirisPalitra.Ge   სიცოცხლის ბოლოს ტიტანი უფრო დიდ დროს არქიტექტურას და პოეზიას უთმობს. მისი არქიტექტურული შედევრებია ლაურენციანოს ბიბლიოთეკა, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ფასადი. 

   უდრეკი ხასიათის გენიოსი მრავალი წელი მუშაობდა რომის პაპების შეკვეთებზე და მათთან კინკლაობაც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ პაპებმა იცოდნენ, რომ ამ ტიტანს ღმერთთან სასაუბროდ, ალბათ, არ სჭირდებოდა შუამავლად ქრისტეს თანამოსაყდრენი.

  მიქელანჯელო გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს რომში, 89 წლისა. სიკვდილის წინ უკარნახა ანდერძი: "სულს ვაბარებ ღმერთს, სხეულს - მიწას, ქონებას ვუტოვებ ნათესავებს".
KvirisPalitra.Ge   მედიჩების ფლორენციიდან განდევნის შემდეგ მიქელანჯელო ჯერ ვენეციაში, შემდეგ რომში ხვდება, სადაც განაგრძობს მუშაობასა და ანტიკურობის შესწავლას. ამ პერიოდში (1497-98) ქმნის პირველ გენიალურ ქმნილებას "პიეტას" ("ქრისტეს დატირება").

   უკვე რესპუბლიკად ქცეულ ფლორენციაში მიქელანჯელო სახელოვან ოსტატად ბრუნდება და "დავითის" შექმნას იწყებს. ამოცანა რთული იყო - მარმარილოს ლოდი, რომელიც მისცეს, წინა საუკუნეში მოქანდაკის მიერ უკვე იყო დამუშავებულ-დაზიანებული. თუმცა პრობლემას გენიოსი შესანიშნავად წყვეტს... ფლორენციელები დავითის ქანდაკებას შექმნის დღიდანვე მიიჩნევდნენ რესპუბლიკის სიმბოლოდ. ქანდაკების დადგმა 1504 წელს სრულიად ფლორენციის ზეიმად იქცა. 

    ფლორენციაში მიქელანჯელო სხვა სამუშაოსაც ასრულებს: ის და დიდი ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იღებენ შეკვეთას - პალაცო ვეკიოში ფრესკაზე უნდა ასახონ ფლორენციელთა გმირული ბრძოლა, ხოლო როცა მუყაოზე შესრულებული ესკიზები მიქელანჯელომ - "კაშინის ბრძოლა" და ლეონარდომ - "ანგიარის ბრძოლა" ერთდროულად წარადგინეს, ორივე იმდენად გენიალური იყო, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა! 

   1505 წლიდან რომის პაპი იულიუს II მას ჯერ გრანდიოზული აკლდამის შექმნას ავალებს, შემდეგ კი სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვას. მიქელანჯელომ მარტომ მოხატა 600 კვმ ფართობი. მის ფერწერაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შიშველი სხეული, რომელსაც მრავალნაირი პოზითა და სწორუპოვარი პლასტიკით თავისი იდეებისა და გრძნობების გამოსახატავად იყენებს. "განკითხვის დღეში" გამოსახული მისი სიბილები და წინასწარმეტყველები მსოფლიო ხელოვნების კლასიკად იქცა, თუმცა მის ამ ნახატში მოქანდაკეც გამოსჭვივის.

   14 წელიწადში (1520-34 წწ.) მიქელანჯელო ასრულებს მედიჩების საგვარეულო საძვალესა და კაპელას.
  1534 წლიდან მიქელანჯელო  რომში სახლდება. ბევრს მუშაობს, რაღაცებს კი დაუმთავრებელსაც ტოვებს - მაგალითად, "მონების" 4 ქანდაკებას.
   1536-1541 წლებში დაასრულა ყველაზე მთავარი ფერწერული ნამუშევარი "განკითხვის დღე", სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, რომელზეც მთელი კაცობრიობის დრამაა ასახული.


მიქელანჯელო ბუონაროტი
   აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი და გენია - უპირველესი მოქანდაკე კაცობრიობის ისტორიაში, გენიალური ფერმწერი და არქიტექტორი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი, ცნობილი როგორც მიქელანჯელო, დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ფლორენციის მახლობლად, პატარა ქალაქ კაპრეზეში. 

   დედა 6 წლისას გარდაეცვალა, მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. მამას სურდა შვილიც ჩინოვნიკი გამოსულიყო და ლათინურ სკოლაში უპირებდა მიბარებას, მაგრამ პატარა მიქელანჯელომ ეკლესიებში სიარული და ნახატების ასლების ხატვა არჩია. 13 წლისა საუკეთესო ფერმწერ დომენიკო გირლანდაიოს მიებარა. ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დახატვას ისე დაეუფლა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. 

   მალე ასეთი დღეც დადგა: გირლანდაიო სანტა მარია ნოველას კაპელაში მუშაობდა, ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, ხატვა კი მოწაფეებმა განაგრძეს. როცა უკან დაბრუნებულმა მიქელანჯელოს ნამუშევარი იხილა, აღმოხდა: "მან ჩემზე მეტი იცის!" ამის შემდეგ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო ფლორენციის იმდროინდელი მმართველის,  ლორენცო მედიჩის ვილაში. 


  აქ ეზიარა ის პირველად ქანდაკების საიდუმლოს თვით დიდი დონატელოს მოწაფესთან - ბერტოლდო დო ჯოვანისთან. ცნობილი მეცნიერების მარსილიო ფიჩინოსა და პიკო დელა მირანდოლოს წყალობით აქ ეზიარა პლატონის აკადემიის იდეებს და გაიტაცა ნეოპლატონიკოსთა "ხელოვნების მთავარმა იდეამ" - სრულყოფილი ფორმის ძიებამ. მის განკარგულებაში იყო ხელოვნების მოყვარული ლორენცო მედიჩის ბრწყინვალე კოლექცია.
KvirisPalitra.Ge    ფლორენციულ პერიოდში მხატვარი ქმნის "მადონების" მთელ გალერეას - "მადონა ღრუბლებში", "მადონა მწვანეზე", "მადონა ჩიტბატონათი"...
1508 წელს რომის პაპის, იულიუს მეორის მიწვევით რაფაელი რომში მიემგზავრება ვატიკანის ძველი სასახლის სააღლუმო დარბაზების მოსახატად.  მისი პირველი ნამუშევრების ხილვისთანავე პაპი სასახლის სრულად მოხატვას ავალებს... რაფაელის წინაშე ურთულესი ამოცანა დადგა - ფერწერისა და არქიტექტურის შეთავსება. 

   მას ორგანულად უნდა შეეერთებინა კედლები ნახევართაღებთან, კარებსა და ფანჯრებთან, რაც  ფრესკების სიბრტყეს არღვევდა. რაფაელი არქიტექტურასაც ბრწყინვალედ ითვისებს და ქმნის  ნამდვილ შედევრებს. 1513 წელს ახალი პაპის - ლეო  X-ისგან ახალი შეკვეთების მიღების შემდეგ მისი გენია "ფრთებს შლის" - ავალებენ კათოლიკური ეკლესიისა და პაპების განდიდებას, ის კი ადიდებს ადამიანის მშვენიერებას, ნიჭსა და მიწიერ თავისუფლებას. 

   1514 წელს პაპი რაფაელს წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის მთავარ არქიტექტორად ნიშნავს. ამასთან, ასრულებს ძველი რომის სიძველეთა და ძეგლთა  აღწერისა და დაცვის კომისრის მოვალეობასაც. რაფაელი - პორტრეტის უზადო ოსტატი  და ადამიანთა ხასიათის ჯადოქარი - პაპებისა თუ კარდინალების გარდა დაახლოებით 1515 წელს საყოველთაოდ აღიარებულ მხატვარს სურათის შესაკვეთად  ბერები ეწვივნენ - პიაჩენცის წმინდა სიქსტეს მონასტრის ბერებმა ისურვეს, სურათზე ყოფილიყო გამოსახული ღვთისმშობლის სახე, რომელსაც აქეთ-იქით ამოუდგებოდნენ მესამე საუკუნეში მოღვაწე პაპი სიქსტე II მეორე და წმინდა ბარბარე... ალბათ, ღვთით შთაგონებულმა რაფაელმა საკუთარი ხელით გადააკრა უზარმაზარი ტილო ჩარჩოს და მრავალრიცხოვანი მოწაფეების დახმარების გარეშე, მხოლოდ თავად შექმნა თავისი შემოქმედების აპოთეოზი, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი უპირველესი ქმნილება "სიქსტეს მადონა", რომლის სანახავად მომავალში თვით გოეთე საგანგებოდ ჩავა იტალიაში... 

  სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი რაფაელი გატაცებული იყო არქიტექტურით, განსაკუთრებით - რომის ანტიკური ნაგებობებით, ამიტომ  მხოლოდ ხელმძღვანელობდა მოწაფეების მიერ მრავალრიცხოვანი შეკვეთების შესრულებას, რაც, ცხადია, ფერწერის დონეზეც აისახებოდა. თუმცა, მოგვიანებით თავად შექმნა შედევრი - პორტრეტი "დონა ველატა". არავინ იცის ამ ქალის სახელი, ლეგენდის მიხედვით, ეს მისი სატრფო - მშვენიერი ფორნარინაა. რაფაელის ბიოგრაფის, ვაზარის მტკიცებით, სწორედ მის გამო თქვა მხატვარმა უარი არისტოკრატ ქალბატონთან სარფიან ქორწინებაზე; იგი ეტრფოდა ამ მდაბიო წრის მზეთუნახავს, მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე იძულებული იყო, დაემალა ეს გრძნობა. ექსპერტების მტკიცებით, სწორედ მისი სატრფოს სახის ნაკვთებია უკვდავყოფილი კიდევ სამ ტილოზე - "წმინდა ჩეჩილია"”(მარიამ მაგდალინელი), "მადონა სავარძელში" და თვით "სიქსტეს მადონა".  შედევრებში არაერთ ისტორიულ პიროვნებასაც უკვდავყოფს.
 
     აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი "ღვთის წყალობას" ნიშნავს. 
   რაფაელ სანტი დაიბადა 1483 წლის 6 აპრილს ქალაქ ურბინოში, იქაური ჰერცოგის სასახლის კარის პოეტისა და მხატვრის, ჯოვანი სანტის ოჯახში. მამამ აზიარა მომავალი გენიოსი ხელოვნების სამყაროს...

   1491 წელს რაფაელს დედა გარდაეცვალა, სამი წლის შემდეგ კი მამის, ორი ბიძისა და დედინაცვლის ხელში დარჩენილ ობოლს მხატვრობას 5 წლის განმავლობაში სასახლის მხატვარი - ტიმოთეო ვიტი ასწავლიდა. 

   1500 წელს რაფაელი პერუჯაში მიდის, სადაც სწავლას უმბრიული სკოლის წამყვანი მხატვრის - პიეტრო პერუჯინოს სახელოსნოში განაგრძობს და მალე შეკვეთებსაც იღებს. ალბიცინების საგვარეულოს შეკვეთით პატარა ქალაქ ჩიტაში სან-ფრანჩესკოს ეკლესიის საკურთხევლისთვის შექმნილმა ბრწყინვალე "მარიამის ნიშნობამ"” ფაქტობრივად დაასრულა მისი შემოქმედების ადრეული - "პერუჯინული" პერიოდი.

   1503 წელს 20 წლის რაფაელი ფლორენციაში გადადის, რომლისთვისაც უკვე ვიწროა უმბრიული სკოლის ჩარჩოები... აქ იგი დაუახლოვდა მხატვრებსა და არქიტექტორებს, მაგრამ მთავარი მისთვის ლეონარდო და ვინჩის მეთოდის გაცნობაა - დიდი მხატვრის კვალად, ის იწყებს მუშაობას ნატურიდან, სწავლობს ანატომიას, სხეულის მოძრაობის მექანიკას, რთულ პოზებსა და რაკურსებს, ეძებს დაბალანსებულ კომპოზიციურ "ფორმულებს".   

    "აღორძინების დიდი იტალიელი მხატვარი, მონტესკიე წერდა რაფაელის შესახებ: „მისი მადონები საოცრად უბრალონი და ამავე დროს საოცრად ნატიფი და ჰარმონიულნი არიან. მათში დედობის იდეალია გამოხატული“. „სიქსტის მადონა“ მსოფლიო ხელოვნების შედევრია“.
KvirisPalitra.Ge                                                                                                       "საიდუმლო სერობა" მილანში, სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის ჩრდილო ფასადზეა გამოსახული. ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და ფრესკა ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც "საიდუმლო სერობა" ხშირ რესტავრირებას საჭიროებს. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიკურობა, ლეონარდომ სავსებით განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეები წარმოგვიდგინა. 

ფრესკის შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა: ლეონარდო და ვინჩი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს, ბოროტება კი იუდას სახით. 

ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.

მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და კარგა ხნის შემდეგ ერთი ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით წაათრიეს მთვრალი მაწანწალა ეკლესიაში და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და ბედუკუღმართობა.

როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: "ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!" "კი მაგრამ, საიდან?" - გაუკვირდა ლეონარდოს. "სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა"...
KvirisPalitra.Geჯოკონდა - სიკვდილ-სიცოცხლის კონტრასტი 

"მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო! 

ნახატის კომპოზიციიდან ჩანს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი.”"მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. 

თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი

მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარში, საქვეყნოდ ცნობილ შედევრში, "მონა ლიზა"  სრულიად დარღვეულია პორტრეტის იმდროინდელი ხატვის წესები, ქალი დახატულია თითქმის მთელი ტანით, მაშინ, როდესაც ადამიანის პორტრეტს მხოლოდ გულმკერდამდე ხატავდნენ.

ლეონარდო ამბიდექსტრი იყო - ერთნაირად ხმარობდა ორივე ხელს, მაგრამ მისი ნაშრომების უმეტესობა მარცხენა ხელითაა დაწერილი - მარჯვნიდან მარცხნივ.

ლეონარდოს 7 ათასამდე ხელნაწერი, ჩანახატი თუ პროექტი დარჩა უამრავ დარგში, ფერწერული ტილო კი სულ 20-მდე. გენიოსი არასდროს ჩქარობდა ტილოს დასრულებას. მისი მუშაობის ნელი ტემპი სალაპარაკოდ ჰქონდათ. დაუმთავრებელი ნახატი მხატვრისათვის "ცოცხალს" ნიშნავდა, დამთავრებული კი სიკვდილს...  

ლეონარდო ვეგეტარიანელი ყოფილა: "თუ ადამიანები თავისუფლებას ვესწრაფვით, რატომ ვსვამთ ფრინველებსა და ცხოველებს გალიებში? რატომ ვსპობთ სასტიკად მათ? ჩვენ სხვისი სიკვდილით ვცოცხლობთ". მისი დაუცხრომელი გენია კულინარიასაც კი გადასწვდა: 13 წლის განმავლობაში მილანელ დიდებულთა წვეულებების უცვლელი ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე ეშმაკური მოწყობილობაც შექმნა მზარეულთა შრომის გასაადვილებლად: "ლეონარდოსგან" - ასე ერქვა მილანში განთქმულ თხლად დაჭრილ ხორცის კერძს, ხოლო მისი საინჟინრო თუ სხვა პროექტების შესწავლამ კი მეცნიერები დაარწმუნა, რომ უმრავლესობამ თავის დროზე მხოლოდ მასალების არარსებობის გამო ვერ შეისხა ხორცი.

1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო  X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანსუა  I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. და ვინჩიმ სიცოცხლის უკანასკნელი წლები დ,ამბუაზის ციხე-დარბაზში გაატარა. აქვე გარდაიცვალა 1519 წლის 2 მაისს.
იმდროინდელი მსოფლიოს ფაქტობრივად ერთ-ერთი მბრძანებელი - ფრანსუა I  დიდი სწავლა-განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ლეონარდოს ფასი კარგად იცოდა და თავისი მიწვევით ჩასულ გენიოსს დაუყოვნებლივ უბოძა "მეფის პირველი მხატვრის, არქიტექტორისა და ინჟინრის" წოდება. ამბობენ, რომ გენიოსმა მეფის ხელებზე დალია სული. ლეონარდოს გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ მასზე დაწერენ: "მეფეს ძალიან უყვარდა ლეონარდო და იმდენად სცემდა პატივს, იშვიათი იყო დღე, სასაუბროდ არ სწვეოდა. ხელმწიფეს არ სჯეროდა, რომ ასეთი ადამიანი ოდესმე კიდევ შეიძლებოდა მოვლენოდა სამყაროს"...
 
ლეონარდო და ვინჩი -  უნივერსალური გენიოსი     ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს დაიბადა იტალიაში. მომავალი გენიოსის მამა სერ პიერო ფლორენციელი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი იყო, ხოლო დედა, კატარინა, გლეხის ქალი გახლდათ, რომელზეც თითქმის არაფერია ცნობილი. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ბავშვობიდანვე  ხატავდა ყველაფერს, რასაც კი ხედავდა.

1466 წელს, 14 წლის ლეონარდო ტოსკანის პატარა სოფელ ვინჩიდან ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში მხატვარ ანდრეა  დელ ვეროკიოსთან მიაბარა. 20 წლისა უკვე პროფესიონალი მხატვარი იყო. 


1482 წელს ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც მილანის ჰერცოგი ლოდოვიკო სფორცა (მეტსახელად "მორო") მართავდა. მან და ვინჩი თავის კარზე მიიწვია არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც... ხუროთმოძღვარი, ინჟIინერი და სამხედრო ფორტიფიკაციების ექსპერტი!  ლეონარდო ბარბითზეც შესანიშნავად უკრავდა. 

როცა სფორცამ აკადემიის დაარსება დაავალა, ლეონარდომ დაწერა "ტრაქტატი მხატვრობის შესახებ" - ყველა დროის მხატვართათვის სამაგიდო წიგნი. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაც "საიდუმლო სერობა" (1496-1498) სწორედ  მილანში შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ. 


























      


 დასავლეთ ევროპის კულტურის და ხელოვნების აყვავების ეპოქაა, რომელიც XIV-XVI საუკუნეებში პირველად იტალიაში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა.რენესანსის,ისევე როგორც ანტიკური ეპოქის ხელოვნებაში, მთავარი ადამიანის ფიზიკური სილამაზის და შინაგანი ძალის წარმოჩენა იყო.
აღორძინების პერიოდს თავისი ტიპიური ნიშნები ახასიათებს:კომპოზიცია–სიმეტრიულია და გეომეტრიული ფიგურების პრინციპითაა აგბული;ფორმა–მოცულობითი და რეალისტურია;იგრძნობა ჰარმონია და შინაგანი სიმშვიდე;პერსპექტივის კანონები დაცულია.
ეს იყო ტიტანთა ეპოქა,ლეონარდო,რაფაელი და მიქელანჯელო სწორუპოვარი სამეულია.მათ ნაწარმოებში განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული აღორძინების ეპოქის ხელოვნების ნიმუშები თავის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნებით.






       ელ გრეკო ხატავს წმინდა ოჯახბის წევრის სულიერ სიმშვიდეს.ღვთისმშობლის,იესოს  და წმინდა ანასა და წმინდა იოსების გარდა,აქ კიდევ ერთი ბავშვია იოანე,რომელიც მომავალში იესოს მონათლავს.მას ხელში ხილით სავსე ვაზა უჭირავს და სიდინჯით აწვდის ხილს წინდა ოჯახს.
    ელ გრეკომ საოცრად გადმოსცა ქრისტეს ნათლისღების რელიგიუი სწავლება, სურათში "ნათლისღება".ცალი მუხლით დაჩოქილი,თავმდაბალი იესო უფლის მორჩილებით ინათლება.იოანე ნათლისმცემელი იესოს წყალს ნიჭარიდან ასხამს.წყალი სიმსუბუქიტ ეშვება მის თავზე.მტრედი– სულიწმინდა,იოანეს ხელისკენაა მიმართული.ის სხივებშია გახვეული.ტილოზე საცრადაა გამოსახული შინაგანი და ზეციური სინათლის კონტრასტი.
     გამორჩეულია ელ გრეკოს "ჯვარცმული ქრისტე და ორი დონატორი"ორი დონატორი ნახატის შემკვეთია.მთგან ერთი კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირია,მეორე ესპანელი დიდებული.მათ სახეზე აღბეჭდილია: მოკრძალება,რიდი,იმედი,გადარჩენის სურვილი.ჯვარცმული იესო კი ზეცისკენ იყურება და უფლის განჩინებას მოელის.იესოს არაამქვეყნიური სხივი ადგას.ტილოს ტრაგიზმს ელვასავით თვალისმომჭრელი იმედი ასხივოსნებს.როცა ეს ტილო იქმნებოდა არაერთი მსგავსი სიუჟეტისა და თემატიკის ტილოები დაუხატავთ.ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისის ღირებულება შემორჩა ელ გრეკოს  "ჯვრცმული ქრისტე და ორი დონატორი"კი ყოველდღე ხელახლა შეიძლება შეიცნო.ლუვრში მის სანახავად უამრავი ხელოვნების მოყვარული ჩადის.  
      ელ გრეკოს ფასი ერთეულება იცოდნენ.დიდი ოსტატი გარდაიცვალა ტოლედოში,ფაქტობრივად ფუნჯით ხელში.თანამედროვეებმა დავიყებას მისცეს მისი შემოქმედება.მას არ ყოლია წინამორბედი და არ დაუტოვებია ღირსეული მიმდევრებიც.



Monday, May 28, 2012

                                        ელ გრეკო





”ელ გრეკო ძველი ოსტატია,რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე...ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება რომ გზა გვიჩვენოს.”
                                                                                                    როჯეფ ფრაი


    ესპანური რანესანსის მხატვარი,მოქავდაკე და არქიტექტორი ელ გრეკო დომენიკოს თეოტოკოპული(1541-1614)საბერძნეთში დაიბადა,იტალიასა და საბერძნეთში კი თავისი ნიჭი სრულყო,მას ესპანელ მხატვარს უწოდებენ, რადგან ესპანური სკოლის ორგანული ნაწილია,თუმცა მას არც საბერძნეთი თმობს.მხატვარი თავის ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით:დომენიკოს თეოტოკოპულოს რითაც ხაზს უსვამდა თავის ბერძნულ წარმოშობას.
   თეოტოკოპულმა სახელი ”ელ გრეკო” შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის მითითების წარმომავლობით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო.ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან ესპანეტიდან,ტუმცა ესპანურად მისი სახელი იწნებოდა ელ გრიეგო.
  ეს მხატვრი საოცარი სიღრმით წვდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიას,განსხვავებულად აღიქვამდა სამყაროს.მან ფერწერაში სრულიად ახალი მსოფმხედველობა ჩამოაყალიბა.

    ელ გრეკო თავის სემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდანთა ხატვას.ის ხშირად ხატავდა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს, წმინდა პეტრეს.”წმინდა პეტრეს ცრემლები”საოცარია არა მხოლოდ რელიგიური ღირებულებებით,არამედ ფერწერული კუთხითაც.წმინდანი თითქოს მხოლოდ ცრემლის მიღმა ხედავს სამყაროს.მისი ჭაღარა თმა,წვერი, ქმნის განცდას რომ ამ ადამიანმა უამრავი ცხოვრებისეული გაჭირვება გადაიტანა.ამ ფერწერულ ტილოს სხვათა ცოდვების გამო მწუხარებით მწხარებით აღსავსე კაცის ამბავი მოაქვს ჩვენამდე.  
  ” წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების”მან სიცოცხლის ბოლო წელს დაასრულა.მოციქულების ყვითელი და წითელი მოსასხამების ნაოჭებიდან სინათლე იფრქვევა.მათ თვალებში სიმშიდეა.სურათის ცენტრში წმიდა პეტრეს თეთრი შუქით განათებული ხელი თითქოს კურთხევის ნიშნად აზის ფერწერულ ტილოს.ამ სურათში წმინდანთა ფიქრისა და განსჯის პროცესია დაფიქსირებული.