Wednesday, May 30, 2012

KvirisPalitra.Geჯოკონდა - სიკვდილ-სიცოცხლის კონტრასტი 

"მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო! 

ნახატის კომპოზიციიდან ჩანს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი.”"მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. 

თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი

No comments:

Post a Comment