
1466 წელს, 14 წლის ლეონარდო ტოსკანის პატარა სოფელ ვინჩიდან ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში მხატვარ ანდრეა დელ ვეროკიოსთან მიაბარა. 20 წლისა უკვე პროფესიონალი მხატვარი იყო.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც მილანის ჰერცოგი ლოდოვიკო სფორცა (მეტსახელად "მორო") მართავდა. მან და ვინჩი თავის კარზე მიიწვია არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც... ხუროთმოძღვარი, ინჟIინერი და სამხედრო ფორტიფიკაციების ექსპერტი! ლეონარდო ბარბითზეც შესანიშნავად უკრავდა.
როცა სფორცამ აკადემიის დაარსება დაავალა, ლეონარდომ დაწერა "ტრაქტატი მხატვრობის შესახებ" - ყველა დროის მხატვართათვის სამაგიდო წიგნი. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაც "საიდუმლო სერობა" (1496-1498) სწორედ მილანში შექმნა ლეონარდო და ვინჩიმ.
No comments:
Post a Comment