
ელ გრეკო ხატავს წმინდა ოჯახბის წევრის სულიერ სიმშვიდეს.ღვთისმშობლის,იესოს და წმინდა ანასა და წმინდა იოსების გარდა,აქ კიდევ ერთი ბავშვია იოანე,რომელიც მომავალში იესოს მონათლავს.მას ხელში ხილით სავსე ვაზა უჭირავს და სიდინჯით აწვდის ხილს წინდა ოჯახს.
ელ გრეკომ საოცრად გადმოსცა ქრისტეს ნათლისღების რელიგიუი სწავლება, სურათში
"ნათლისღება".ცალი მუხლით დაჩოქილი,თავმდაბალი იესო უფლის მორჩილებით ინათლება.იოანე ნათლისმცემელი იესოს წყალს ნიჭარიდან ასხამს.წყალი სიმსუბუქიტ ეშვება მის თავზე.მტრედი– სულიწმინდა,იოანეს ხელისკენაა მიმართული.ის სხივებშია გახვეული.ტილოზე საცრადაა გამოსახული შინაგანი და ზეციური სინათლის კონტრასტი.

გამორჩეულია ელ გრეკოს "
ჯვარცმული ქრისტე და ორი დონატორი"ორი დონატორი ნახატის შემკვეთია.მთგან ერთი კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირია,მეორე ესპანელი დიდებული.მათ სახეზე აღბეჭდილია: მოკრძალება,რიდი,იმედი,გადარჩენის სურვილი.ჯვარცმული იესო კი ზეცისკენ იყურება და უფლის განჩინებას მოელის.იესოს არაამქვეყნიური სხივი ადგას.ტილოს ტრაგიზმს ელვასავით თვალისმომჭრელი იმედი ასხივოსნებს.როცა ეს ტილო იქმნებოდა არაერთი მსგავსი სიუჟეტისა და თემატიკის ტილოები დაუხატავთ.ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისის ღირებულება შემორჩა ელ გრეკოს
"ჯვრცმული ქრისტე და ორი დონატორი"კი ყოველდღე ხელახლა შეიძლება შეიცნო.ლუვრში მის სანახავად უამრავი ხელოვნების მოყვარული ჩადის.
ელ გრეკოს ფასი ერთეულება იცოდნენ.დიდი ოსტატი გარდაიცვალა ტოლედოში,ფაქტობრივად ფუნჯით ხელში.თანამედროვეებმა დავიყებას მისცეს მისი შემოქმედება.მას არ ყოლია წინამორბედი და არ დაუტოვებია ღირსეული მიმდევრებიც.
No comments:
Post a Comment