ელ გრეკო
”ელ გრეკო ძველი ოსტატია,რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე...ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება რომ გზა გვიჩვენოს.”
როჯეფ ფრაი
ესპანური რანესანსის მხატვარი,მოქავდაკე და არქიტექტორი ელ გრეკო დომენიკოს თეოტოკოპული(1541-1614)საბერძნეთში დაიბადა,იტალიასა და საბერძნეთში კი თავისი ნიჭი სრულყო,მას ესპანელ მხატვარს უწოდებენ, რადგან ესპანური სკოლის ორგანული ნაწილია,თუმცა მას არც საბერძნეთი თმობს.მხატვარი თავის ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით:დომენიკოს თეოტოკოპულოს რითაც ხაზს უსვამდა თავის ბერძნულ წარმოშობას.
თეოტოკოპულმა სახელი ”ელ გრეკო” შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის მითითების წარმომავლობით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო.ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან ესპანეტიდან,ტუმცა ესპანურად მისი სახელი იწნებოდა ელ გრიეგო.
ეს მხატვრი საოცარი სიღრმით წვდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიას,განსხვავებულად აღიქვამდა სამყაროს.მან ფერწერაში სრულიად ახალი მსოფმხედველობა ჩამოაყალიბა.

ელ გრეკო თავის სემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდანთა ხატვას.ის ხშირად ხატავდა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს, წმინდა პეტრეს.”
წმინდა პეტრეს ცრემლები”საოცარია არა მხოლოდ რელიგიური ღირებულებებით,არამედ ფერწერული კუთხითაც.წმინდანი თითქოს მხოლოდ ცრემლის მიღმა ხედავს სამყაროს.მისი ჭაღარა თმა,წვერი, ქმნის განცდას რომ ამ ადამიანმა უამრავი ცხოვრებისეული გაჭირვება გადაიტანა.ამ ფერწერულ ტილოს სხვათა ცოდვების გამო მწუხარებით მწხარებით აღსავსე კაცის ამბავი მოაქვს ჩვენამდე.
” წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების”მან სიცოცხლის ბოლო წელს დაასრულა.მოციქულების ყვითელი და წითელი მოსასხამების ნაოჭებიდან სინათლე იფრქვევა.მათ თვალებში სიმშიდეა.სურათის ცენტრში წმიდა პეტრეს თეთრი შუქით განათებული ხელი თითქოს კურთხევის ნიშნად აზის ფერწერულ ტილოს.ამ სურათში წმინდანთა ფიქრისა და განსჯის პროცესია დაფიქსირებული.